„ანორთოსისში“ ვითარება შეიცვალა - კაჭარავას შანსი მიეცა #1TVSPORT
„ანორთოსისში“ ვითარება შეიცვალა - კაჭარავას შანსი მიეცა #1TVSPORT

ნიკა კაჭარავა თემურ ქეცბაიას გუნდს არ დატოვებს და მას თავის გამოსაჩენად ბოლო შანსს მისცემენ, – ამის შესახებ კვიპროსული გამოცემა sportime იუწყება.

„ნიკა კაჭარავასთან დაკავშირებით „ანორთოსისში“ ვითარება შეიცვალა და როგორც ჩანს, ქართველი თავდამსხმელი გუნდში დარჩება. ის დაუყოვნებლივ დაუბრუნდება ვარჯიშს“, – ამტკიცებს გამოცემა sportime.

კვიპროსული გამოცემა ამ შეცვლილი ვითარების მიზეზებზე წერს: 

„თემურ ქეცბაიამ კაჭარავა „ოლიმპიაკოსთან“ წაგებული მატჩის შემდეგ, გუნდის შემადგენლობიდან გარიცხა. თუმცა „ანორთოსისის“ მწვრთნელის თანხმობით, საბჭომ გადაწყვიტა, ფეხბურთელს კიდევ ერთი შანსი მიეცეს“.

რაც შეეხება ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების თავდამსხმელს, კაილი ლაფერტის, გამოცემის ცნობით, მის შესახებ ახალი გადაწყვეტილება არ მიუღიათ და სავარაუდოდ, ის გუნდს დატოვებს.