„ანორთოსისში“ COVID-19-ზე დადებითი პასუხი დაფიქსირდა - ინფიცირებულის ვინაობა არ სახელდება
„ანორთოსისში“ COVID-19-ზე დადებითი პასუხი დაფიქსირდა - ინფიცირებულის ვინაობა არ სახელდება

ფამაგუსტას „ანორთოსისის“ პრესსამსახურის ცნობით, სადაც საქართველოს ნაკრების ოთხი ფეხბურთელი თამაშობს, დღეს COVID-19-ის ტესტირების შემდეგ, დადებითი პასუხი დაფიქსირდა.

„ფამაგუსტას „ანორთოსისი“ ადასტურებს, რომ COVID-19-ზე ტესტირების დროს კორონავირუსის შემთხვევა გამოვლინდა. ამის გამო, შესაბამისი ინსტრუქციით სპეციალური პროტოკოლი გააქტიურდა. ამ პასუხის შემდეგ, ჩვენი გუნდი კვლავ დაიწყებს ვარჯიშს COVID-19 პროტოკოლის მიხედვით“, – წერია კლუბის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ქართველი გულშემატკივრისთვის მნიშვნელოვანია, დადებითი პასუხი საქართველოს ნაკრების მოთამაშეს ხომ არ დაუდასტურდა – გუნდში არიან გიორგი ლორია, მურთაზ დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ქვილითაია, მაგრამ ფამაგუსტას „ანორთოსისში“ ინფიცირებულის ვინაობას არ აკონკრეტებენ.