„ანორთოსისმა“ წააგო - ქეცბაიამ ნინუა ძირითადში ათამაშა [ვიდეო] #1TVSPORT
თემურ ქეცბაიას „ანორთოსისმა“ კვიპროსის ჩემპიონატის მე-4 ტურში „არისთან“ ითამაშა და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.
ქართველმა მწვრთნელმა ფამაგუსტას გუნდის ძირითად შემადგენლობაში გიორგი ლორია და ნიკა ნინუა (46-ე წუთზე შეცვალეს) დააყენა, ხოლო ნიკა კაჭარავას არ უთამაშია.
ცირიოს სტადიონზე გამართულ შეხვედრის მთავარი გმირი „არისის“ პოლონელი ლეგიონერი მატეუშ სტეპინსკი იყო, რომელმაც „არისის“ სამივე გოლი პირველი ტაიმის პირველ ნახევარში, რვა წუთში გაიტანა (12, 17, 19).
თემურ ქეცბაიას გუნდი თამაშის გადარჩენას შეეცადა, მაგრამ მხოლოდ ანგარიშის მინიმუმამდე შემცირება მოახერხა – ლიმასოლელთა კარი არმ ვარდამ (29) და ნიკოას კალცასმა (50) აიღეს და „არისმა“ 3:2 მოიგო.
„ანორთოსისს“ კვიპროსის ჩემპიონატში ოთხი თამაშის შემდეგ სამი ქულა დააგროვა და 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-10 ადგილზეა. შემდეგ შეხვედრას „ანორთოსისი“ 30 სექტემბერს გიორგი ჩაკვეტაძის „გენტთან“ ჩაატარებს და ბელგიელებს „გელამჰო არენაზე“ ესტუმრება.