„ანორთოსისმა“ დაადასტურა - კაჭარავა ქეცბაიასთან 2 წლით დარჩა
„ანორთოსისმა“ დაადასტურა - კაჭარავა ქეცბაიასთან 2 წლით დარჩა

კვიპროსის ჩემპიონატის ლიდერ „ანორთოსისთან“ ნიკა კაჭარავამ თანამშრომლობა 2022 წლამდე გაახანგრძლივა – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

„ძალიან მახარებს და ბედნიერი ვარ, რომ კიდევ ორი წელი ვიქნები ამ მშვენიერ კლუბში და გავაგრძელებ იმას, რასაც აქამდე ვაკეთებდი. მინდა, გუნდს შემდეგი თამაშებისა და ჩემპიონატის მოგებაში დავეხმარო – ჩვენი მიზანი მხოლოდ და მხოლოდ პირველ ადგილზე გასვლაა“ – ამბობს ნიკა კაჭარავა.

26 წლის ქართველმა თავდამსხმელმა „ანორთოსისის“ მაისურით 39 გოლი გაიტანა (ლიგაში 35, თასზე – 3 და ერთიც ევროპა ლიგაზე). მიმდინარე სეზონში კაჭარავამ 11 შეხვედრაში ანგარიშზე ხუთი გოლი ჩაიწერა.

ფამაგუსტას კლუბში ამჟამად რვა ქართველია – მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია და მისი ასისტენტი სოსო ჭედია, ასევე 6 ფეხბურთელი: მეკარეები გიორგი ლორია და 18 წლის ლუკა მიქაია, თორნიკე ოქრიაშვილი, ნიკა კაჭარავა, გიორგი ლორია და მურთაზ დაუშვილი, ორიოდე დღის წინ კი გუნდთან კონტრაქტი ჯანო ანანიძემ გააფორმა.