„ანორთოსისის“ მთავარი აქციონერი - ქეცბაია ჩვენი გენერალი და ჩვენი კაცია #1TVSPORT
„ანორთოსისის“ მთავარმა აქციონერმა, ხრისტოს პულაიდისმა პრესკონფერენცია გამართა და თემურ ქეცბაიასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ისაუბრა.
„ჩვენმა გულშემატკივრებმა თასის ფინალამდე და შემდეგ, ნამდვილი ფესტივალი მოაწყვეს. თემურ ქეცბაიამ მითხრა, რომ მსგავსი არაფერი უნახავს. ამიტომ, მისი არჩევანი, დარჩენილიყო გუნდში, სრულიად გააზრებული ნაბიჯი გახლდათ“, – ამბობს ხრისტოს პულაიდისი.
„ანორთოსისის“ მთავარმა აქციონერმა ქართველთან მოლაპარაკებაზეც ისაუბრა: „ბოლო თვეების განმავლობაში მე და თემური ძალიან ხშირად ვხდებოდით. ის „ანორთოსისის“ ფეხბურთელია, გუნდში ბევრს მიაღწია და ჩვენი კაცია. მას ექნება ყველაფერი, რაც სჭირდება წარმატების მისაღწევად“.
პულაიდისმა ქეცბაიას გამარჯვებული გენერალი უწოდა: „ის არის გენერალი და მისი მწვრთნელობა ნიშნავს, რომ მინდორზე დამატებით კიდევ ერთი ადამიანი გვყავს. თემური მრავალი წლის შემდეგ სახლში დაბრუნდა და „ანორთოსისი“ ისევ დამუხტა“.