„ანორთოსისის“ წარმომადგენელმა, დიმიტრი ქრისტოფორუმ „აპოელთან“ თასის პირველი მეოთხედფინალური შეხვედრის წაგების (2:1) შემდეგ ყურადღება გიორგი ქვილითაიას საქციელზე გაამახვილა – მან არ ისურვა კომენტარი იმაზე, რატომ აგინებდნენ „ანორთოსისის“ ფანები ერთხმად ქართველ თავდამსხმელს, მაგრამ მისი საქციელი არ მოიწონა.
„დედა წმინდაა და არ შეიძლება იყოს დამოკიდებული იმაზე, ფეხბურთელი სად თამაშობს, მაგრამ ზოგიერთის მგრძნობელობა პროვოკაციისადმი თავად უწევდა პროვოცირებას ხალხს, მით უფრო, გოლის გულშემატკივრების წინაშე ასე აღნიშვნით. „პაფოსთან“ დელეტიჩმა („ანორთოსისის“ მოთამაშე) გააკეთა ისეთი რამ, რამაც აშკარად გააღიზიანა „პაფოსის“ ფანები და ამისთვის ყვითელი ბარათი მიიღო. ასეთივე სასჯელი მასაც (ქვილითაიას) ეკუთვნოდა. ფეხბურთში ასეც ხდება, გულშემატკივრები ზოგჯერ მოთამაშეებს შეურაცხყოფენ, მაგრამ ფეხბურთელებს მეტი მოთმინება მეოთხოვებათ, მათ ბევრი რამ უნდა აიტანონ და რეაგირება არ უნდა მოახდინონ. კარგი იქნება, მსაჯმა აგვიხსნას, რატომ ვერ გაიგო რა მოხდა ამ ეპიზოდში. ტელეკამერაში ყველაფერი კარგად ჩანდა და აგვიხსნან, ჩვენი ფანების პროვოცირება ექვემდებარება თუ არა დისციპლინურ სასჯელს“, – განაცხადა დიმიტრი ქრისტოფორუმ.
ინციდენტზე „ანორთოსისის“ მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამაც ისაუბრა:
„ღია და კარგი თამაში იყო. შეგვეძლო ფრედ დაგვესრულებინა. შემდეგი შეხვედრა სახლში გვაქვს. 2:1 არ არის ცუდი შედეგი და მოგების შემდეგ ეტაპზე გასვლის შესაძლებლობას გვიტოვებს. სამწუხაროდ, 90 წუთი მთელი სტადიონი რომ ლანძღავს ფეხბურთელს, არავინ არაფერს აკეთებს. თუმცა შეურაცხყოფა ჩვენც მოგვაყენეს – ამაზრზენია, როდესაც შენს ოჯახს აგინებენ, მაგრამ ახლა ფორმალურად მაინც გააკეთონ განცხადება. ზუსტად ანალოგიური მიზეზით ამ მატჩში ვერ დაგვეხმარა დელეტიჩი“.