საფეხბურთო მენეჯერმა ელიას ელიასმა განაცხადა, რომ „ანორთოსისსა“ და გიორგი ლორიას შორის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე დაწყებული მოლაპარაკება დასასრულს უახლოვდება.
„მოლაპარაკება დაწყებულია და უკვე დასასრულს უახლოვდება. შეთანხმებასთან ძალიან ახლოს ვართ. გიორგის კლუბიდან რამდენიმე დღის წინ დაურეკეს და პოზიტიური პერსპექტივა არსებობს“, – თქვა მან.
გიორგი ლორია ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მეკარე 2019 წლის 4 ივლისს გახდა. გამოცდილმა კიპერმა კვიპროსის კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამ პერიოდში ის ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელი წევრი გახდა.
„197 სმ სიმაღლის „ანორთოსისის“ მეკარემ დაადასტურა, რომ მიუხედავად იმისა, რომ 37 წლისაა, არა უბრალოდ საიმედო მეკარეა, არამედ კვიპროსის ლიგაშიც ერთ-ერთი საუკეთესოა. კონტრაქტის დასრულებამდე სამი თვით ადრე, ის ერთადერთი ქართველია, ვინც „ანორთოსისში“ დარჩა“, – წერს გამოცემა goal.philenews.
გიორგი ლორია საქართველოს ნაკრებშიც პირველი მეკარეა, რომლის ფორმითაც 2008 წლიდან თამაშობს. სადებიუტო მატჩი 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაატარა. 35 წლის ლორია პირველი კიპერია, რომელიც „ჯვაროსნების“ კარში 63-ჯერ იდგა.