„ანკარაგუჯუ“ სტუმრად დამარცხდა - გიორგი ბერიძემ ბოლო წუთები ითამაშა #1TVSPORT
„ანკარაგუჯუ“ სტუმრად დამარცხდა - გიორგი ბერიძემ ბოლო წუთები ითამაშა #1TVSPORT

გიორგი ბერიძის „ანკარაგუჯუმ“ თურქეთის ჩემპიონატში მორიგი შეხვედრა ჩაატარა და „ბაშაქშეჰირთან“ სტუმრად 0:1 დამარცხდა.

თურქეთის სუპერლიგის 27-ე ტურის შეხვედრაში, რომელიც ქართველის გუნდმა სტუმრად ჩაატარა, გიორგი ბერიძე სათადარიგოებში იყო, მოედანზე კი მხოლოდ მატჩის მიწურულს, 86-ე წუთზე გამოჩნდა.

„ბაშაქშეჰირმა“ თამაში აქტიურად დაიწყო და ანგარიში 36-ე წუთზე გახსნა. მასპინძლების შეტევა ზუსტი დარტყმით სერდარ გურლერმა დააგვირგვინა – 1:0.

„ანკარაგუჯუს“ წონასწორობის აღდგენის რეალური შანსი მეორე ტაიმში მიეცა, მაგრამ 59-ე წუთზე მასპინძელთა კარში დანიშნული პენალტი ალი სოვემ ვერ გამოიყენა და საბოლოოდ ბერიძის გუნდი დამარცხდა.

სუპერლიგის სატურნირო ცხრილში „ანკარაგუჯუ“ 25 ქულით მე-15 პოზიციაზეა.