ანი წითლიძე აცხადებს, რომ გიგი უგულავამ, რომელმაც კორონავირუსის დადასტურების შესახებ 7 ოქტომბერს დაწერა, დაავადება უკვე მოიხადა
ანი წითლიძე აცხადებს, რომ გიგი უგულავამ, რომელმაც კორონავირუსის დადასტურების შესახებ 7 ოქტომბერს დაწერა, დაავადება უკვე მოიხადა

ოპოზიციონერი დეპუტატი ანი წითლიძე აცხადებს, რომ გიგი უგულავამ, რომელსაც კორონავირუსი 7 ოქტომბერს დაუდასტურდა, დაავადება უკვე მოიხადა.

„მე როგორც ვიცი, გიგიმ უკვე მოიხადა კოვიდი, გამოჯანმრთელდა. გიგი რომ გამოჯანმრთელდა, მე ვიცოდი ჯერ კიდევ იმ დღეს, როცა ზუგდიდში იყო დიდი აქცია და პირადად ველაპარაკე მას. უბრალოდ, ელოდებოდა დადასტურებულად ტესტის პასუხს“, – განაცხადა ანი წითლიძემ.

გიგი უგულავა, რომელსაც 7 ოქტომბერს კორონავირუსი დაუდასტურდა, თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოვიდა. „არ შემეძლო, დღეს აქ არ მოვსულიყავი, მადლობა ექიმებს, რომ მომცეს ამის საშუალება“, – განაცხადა გიგი უგულავამ აქციაზე. მოგვიანებით, უგულავამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სიმპტომები აღარ აქვს, აღარც გადამდებია. მისივე თქმით, სწრაფმა ტესტმაც უარყოფითი აჩვენა და ექიმთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვიტა, ყოფილიყო აქციაზე, ხალხთან ერთად.