ანგარიში გათანაბრდა - უკრაინას გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაუტანა [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგა 2024-25 წლების სეზონში მეხუთე მატჩს მართავს. მისი მეტოქე უკრაინის ნაკრებია.
მეტად დაძაბულ მატჩში ანგარიში უკრაინამ გახსნა, ბურთი საკუთარ კარში საბა კვირკველიამ ჩაჭრა.
საქართველოს ნაკრებმა ანგარიში მე-76 წუთზე გაათანაბრა. გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.