ანელკას „იუვენტუსი“ ცუდად ახსენდება
ანელკას „იუვენტუსი“ ცუდად ახსენდება

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ფრანგმა თავდამსხმელმა ნიკოლა ანელკამ „იუვენტუსში“ გატარებული პერიოდი გაიხსენა.

„2013 წელს ტურინელებმა მათ კლუბში გადასვლა შემომთავაზეს და მეც დაუფიქრებლად დავთანხმდი. მჯეროდა, რომ ეს ნაბიჯი გამართლებული იყო ყველაფერი კარგად აეწყობოდა, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან შევცდი. მრცხვენია,რომ „იუვენტუსის“ რიგებს ვიცავდი, ეს ჩემს კარიერაში ყველაზე ცუდად მახსენდება. ყველგან გამიტანია გოლი, რომელ კლუბშიც კი მითამაშია, „იუვენტუსის“ გარდა“, – განაცხადა ანელკამ.

შეგახსენებთ, რომ ანელკა იტალიურ კლუბში 2013 წელს ჩინეთიდან გადავიდა და მათ რიგებში მხოლოდ 45 წუთი ითამაშა.