ანდრიუს კუბილიუსი - „ქართული ოცნება“ 43 პროცენტს თუ ვერ აიღებს, მოვახდენთ ზეწოლას, რომ დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები
ანდრიუს კუბილიუსი - „ქართული ოცნება“ 43 პროცენტს თუ ვერ აიღებს, მოვახდენთ ზეწოლას, რომ დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები

„ქართული ოცნება“ ადგილობრივ არჩევნებზე 43 პროცენტს თუ ვერ დააგროვებს, ევროკავშირი მოახდენს ზეწოლას, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს, – „მთავარი არხის“ ინფორმაციით, ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა ამის შესახებ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

კუბილიუსი ხელისუფლებას 8 მარტისა და 19 აპრილის შეთანხმებებს ახსენებს და ამბობს, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა საკუთარი პირობა უნდა შეასრულონ.

„ჩვენ გვსურს, ვიხილოთ შემდეგი – ის პოლიტიკური შეთანხმება, რომელიც მიღწეულ იქნა ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ, უნდა შესრულდეს. ეს არის საფუძველი შემდგომი ნაბიჯებისა, რომელიც საქართველოში უნდა გადაიდგას. თუ „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებში ვერ დააგროვებს 43%-ს, მაშინ ევროკავშირი ზეწოლას მოახდენს მასზე, რომ დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები, როგორც ამ შეთანხმებაში იყო გათვალისწინებული“, – აცხადებს კუბილიუსი.