ანდრიუს კუბილიუსი - ომის შემდეგ გვექნება განსხვავებული ევროპა, უკრაინა, საქართველო, მოლდოვა და ასევე, რუსეთი, ასე რომ, იმედი მაქვს, მოვახერხებთ განსხვავებული ევროპის კონტინენტის შექმნას
ანდრიუს კუბილიუსი - ომის შემდეგ გვექნება განსხვავებული ევროპა, უკრაინა, საქართველო, მოლდოვა და ასევე, რუსეთი, ასე რომ, იმედი მაქვს, მოვახერხებთ განსხვავებული ევროპის კონტინენტის შექმნას

ომის შემდეგ გვექნება განსხვავებული ევროპა, განსხვავებული უკრაინა, საქართველო, მოლდოვა და ასევე, განსხვავებული რუსეთი, ასე რომ, იმედი მაქვს, მოვახერხებთ განსხვავებული ევროპის კონტინენტის შექმნას, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა.

ლიეტუველ ევროპარლამენტარს მიაჩნია, რომ ევროკავშირი შეჯერდება, უფრო მეტად გაძლიერდეს, როგორც გეოპოლიტიკური მოთამაშე.

ა​ბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ პუტინის მიერ შექმნილი, არსებული გეოპოლიტიკური კრიზისიდან გამომდინარე, ასევე წინა შემთხვევებში ევროკავშირის მხრიდან გარკვეული გეოპოლიტიკური პრობლემის ნაკლებად გააზრების გამო, ევროკავშირი შეჯერდება, რომ უფრო მეტად გაძლიერდეს, როგორც გეოპოლიტიკური მოთამაშე. უპირველეს ყოვლისა, რაც უნდა გააკეთო, უნდა იზრუნო სამეზობლოზე, სამეზობლოზე, რომელიც ამ დრომდე განიცდის ტანჯვას, რადგან პუტინის აგრესია ძალიან სახიფათოა თითოეული ამ ქვეყნისთვის. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინელები მოიგებენ ამ ომს, დასავლეთის დახმარებით, დასავლეთის სანქციებით, რომელიც ძალიან მტკივნეულია რუსეთისთვის და ომის შემდეგ გვექნება განსხვავებული ევროპა, განსხვავებული უკრაინა, საქართველო, მოლდოვა და ასევე, განსხვავებული რუსეთი; ასე რომ, იმედი მაქვს, ჩვენ მოვახერხებთ განსხვავებული ევროპის კონტინენტის შექმნას, ამ ომის შემდეგ“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.