ანდრიი დემჩენკო - „დილა“ დომინირებდა, მაგრამ შედეგით უკმაყოფილო დავრჩი #1TVSPORT
ანდრიი დემჩენკო - „დილა“ დომინირებდა, მაგრამ შედეგით უკმაყოფილო დავრჩი #1TVSPORT

გორის „დილას“ მთავარმა მწვრთნელმა, ანდრიი დემჩენკომ „დინამო თბილისთან“ ეროვნული ლიგის მე-4 ტურის გამოტოვებულ შეხვედრაზე (1:2) ისაუბრა. გორელთა უკრაინელი თავკაცის თქმით, წაგების მიუხედავად, მისმა გუნდმა მეტოქეს არაფერი დაუთმო.

„ვულოცავ მეტოქეს გამარჯვებას, მაგრამ ეს მხოლოდ 3 ქულაა. მთლიანობაში ჩემს ფეხბურთელებს შევაქებ. მათ აჩვენეს, რომ კარგი თამაში შეუძლიათ. ორი შეცდომა დავუშვით და დავისაჯეთ. სამწუხაროა, რომ მეტოქემ კარში ოთხჯერ დაარტყა და ორი გაგვიტანა, მაგრამ ვიმეორებ, ჩემი გუნდის თამაში მომეწონა – „დილა“ დომინირებდა, ბურთს აკონტროლებდა და თამაშსაც მთლიანად ჩვენ ვაკონტროლებდით. თამაშით კმაყოფილი ვარ, უკმაყოფილო შედეგით დავრჩი“, – ამბობს ანდრიი დემჩენკო.

5 ტურის შემდეგ „დილამ“, ისევე როგორც „დინამო თბილისმა“, 12 ქულა დააგროვა, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით მესამე ადგილზე დაქვეითდა. გორელები ქულით ჩამორჩებიან ბათუმის „დინამოს“.