ანდრია ბითაძე - შევეცდებით, მაქსიმუმი გავაკეთოთ, ყველაფერი ჩვენს ხელშია | წყალბურთი
დღეს ლოზანაში 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების, წყალბურთის სალიცენზიო ტურნირის კენჭისყრა ჩატარდა, სადაც 12 გუნდი ორ ქვეჯგუფში გადანაწილდა.
ისტორიაში პირველად საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს.
პირველი არხი საქართველოს ნაკრების წევრს და გუნდის ერთ-ერთ ლიდერს, ანდრია ბითაძეს ესაუბრა:
„წელს ბუდაპეშტში ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მოიპოვა ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირის საგზური. იქნება ორი ქვეჯგუფი, საიდანაც სამი გუნდი გადის. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის ძალიან რთული გამოწვევაა. ჩემპიონატზე ჩვენი პირველი მიზანი იყო, რომ ამ სალიცენზიო ტურნირზე გავსულიყავით. ახლა შევეცდებით, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ, ყველაფერი ჩვენს ხელშია.“ – ამბობს ანდია ბითაძე.
2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირის კენჭისყრის შედეგად, საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები „ა“ ჯგუფში ითამაშებს.
„ა“ ჯგუფი
1. საქართველო
2. აზია 1
3. კანადა
4. ბრაზილია
5. მონტენეგრო
6. საბერძნეთი
„ბ“ ჯგუფი
1. ხორვატია
2. ჰოლანდია
3. აზია 2
4. რუსეთი
5. გერმანია
6. არგენტინა
2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირი 22-29 მარტს როტერდამში გაიმართება.