ანდრი დემჩენკო - „ლუდოგორეცთან“ განმეორებით შეხვედრაში უფრო თამამები ვიქნებით, ბათუმში სულ სხვა თამაშს ვიხილავთ #1TVSPORT 
ანდრი დემჩენკო - „ლუდოგორეცთან“ განმეორებით შეხვედრაში უფრო თამამები ვიქნებით, ბათუმში სულ სხვა თამაშს ვიხილავთ #1TVSPORT 

ანდრი დემჩენკომ კომენტარი გააკეთა ბულგარულ „ლუდოგორეცთან“ ჩემპიონთა ლიგის კვალიფიკაციის პირველ მატჩზე, რომელიც მისმა გაწვრთნილმა ბათუმის „დინამომ“ 3:1 წააგო.

„დღევანდელი მატჩი ორი განსხვავებული ტაიმისგან შედგებოდა. პირველი ტაიმი „ლუდოგორეცის“ უპირატესობით წარიმართა, იმიტომ, რომ ჩვენი ბიჭების უმეტესობას ამ დონის გამოცდილება არ აქვს, ცოტას ნერვიულობდნენ, განიცდიდნენ.

პირველი ტაიმი „ლუდოგორეცის“ აქტივშია. მეორე ტაიმში უფრო თავდაჯერებულები გამოვედით, გოლი გავიტანეთ და მომენტები გვქონდა. გარკვეულ ეპიზოდებში არ გაგვიმართლა, მაგრამ მთლიანობაში, ვფიქრობ, მეორე ტაიმში უკეთესად ვითამაშეთ.

შეიძლება ითქვას, რომ მესამე გოლმა ცოტა გაგვტეხა. ეს ჩვენი შეცდომის გამო მოხდა და ვფიქრობ, „ლუდოგორეცმა“ ამ გოლით დამატებითი ენერგია მიიღო, ჩვენ კი პირიქით – თავდაჯერება დავკარგეთ.

შემდეგ მატჩს სახლში ვთამაშობთ. გავაანალიზებთ საკუთარ შეცდომებს, რომლებიც ამ თამაშში დავუშვით. მინდა, ასევე ვთქვა, რომ ამ თამაშმა ჩვენს ფეხბურთელებს გარკვეული გამოცდილება შესძინა. განმეორებით შეხვედრაში უფრო თამამები ვიქნებით და ბათუმში სულ სხვა თამაშს ვიხილავთ“.

ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრა „დინამოსა“ და რაზგრადის „ლუდოგორეცს“ შორის 17 ივლისს „ბათუმი არენაზე“ გაიმართება.