ანდრეს პრიეტო - ვიცოდი, რა კლუბია „დინამო“ და უყოყმანოდ ჩამოვედი #1TVSPORT
ანდრეს პრიეტო - ვიცოდი, რა კლუბია „დინამო“ და უყოყმანოდ ჩამოვედი #1TVSPORT

„დინამო თბილისის“ ესპანელმა ახალწვეულმა ანდრეს პრიეტომ საქართველოში ჩამოსვლის მიზეზებზე პირველი კომენტარი გააკეთა. ესპანელი მეკარის თქმით, გადამწყვეტი ფაქტორი „დინამო თბილისის“ ისტორია და სახელი იყო.

„მოხარული და ნასიამოვნები ვარ „დინამოში“ გადმოსვლით. მიმაჩნია, რომ ეს ჩემს კარიერაში კარგი შანსია. თბილისში ყოფნით მართლა ბედნიერი ვარ და გულშემატკივრებთან შეხვედრას ველოდები. ამ გუნდზე აქამდეც არაერთხელ მსმენია. ჩემთვის მნიშვნელოვანი ამ კლუბის სახელი იყო. ვიცი, რომ „დინამო“ დიდი გუნდია და მისგან შემოთავაზებამ აღმაფრთოვანა. „დინამოზე“ ვიქტორ მონხილი მელაპარაკა. ბევრი სასიამოვნო და კარგი რამ მითხრა გუნდის და მთლიანად, ქალაქის შესახებ. მე ასევე ჩისკოს ვესაუბრე და მანაც მითხრა, რომ დიდი გუნდში თამაში და ულამაზეს ქალაქში ცხოვრება მომიწევდა. ამ მიზეზით მივიღე ეს გამოწვევა და უყოყმანოდ ჩამოვედი“, – ამბობს ანდერს პრიეტო.

„დინამო თბილისის“ ესპანელმა ახალწვეულმა თავის მიზნებზეც ილაპარაკა:

„ჩემი მიზანი თავის ბოლომდე წარმოჩენა და კლუბის სახელით ტიტულების მოპოვებაა. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. „დინამო“ წინსვლაში მონაწილეობა მსურს. ჩემი მიზანია, გავიზარდო, როგორც პიროვნება და როგორც მეკარე, მაგრამ ამბიციური ვარ და გამარჯვებები და ყველა მთავარი ჯილდოს მოპოვება მსურს. ჩემი აქ ყოფნის მიზეზი ესაა“.