ანდრეს ინიესტამ დღევანდელი ესპანეთის ნაკრების განმასხვავებელი თვისება დაასახელა #1TVSPORT
„ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ აზრი გამოთქვა ეროვნული გუნდის თამაშის შესახებ ევრო 2024-ზე.
„მახსენებს თუ არა ეს ესპანეთის ნაკრები 2008 და 2010 წლის გუნდს? არ ვიცი, რადგან მე ამ გუნდში არ ვარ, თუმცა ამჟამინდელი ნაკრები ძალიან ბევრ პოზიტივს იძლევა. ამაშია მსგავსება ჩვენს გუნდთან. მათაც კარგი სასტარტო ფეხბურთელები და ძალიან ხარისხიანი სათადარიგოები ჰყავთ.
რას გამოვყოფდი მათ თამაშში? ორი გამოკვეთილი გარემარბი ბევრ რამეს განსაზღვრავს ამ ნაკრების მოქმედებაში, მაგრამ, ამავდროულად, ნახევარდაცვაში არიან ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ ბურთის ფლობა – როდრი, ფაბიან რუისი, პედრი, მიკელ მერინო, დანი ოლმო. ისინი კომბინირებენ, მაგრამ როცა ბურთი ფლანგზე გადადის, იქ არიან ფეხბურთელები, რომლებსაც ერთი ერთზე მოტყუება შეუძლიათ – ეს ძალიან მკაფიო განმასხვავებელი ნიშანია.
ჩვენს ნაკრებში ორი გარემარბი შეიძლებოდა ვყოფილიყავით დავიდ სილვა და მე, მაგრამ ჩვენ არ ვიყავით ასეთი ფეხბურთელები. ეს სხვადასხვა მახასიათებელია“, – მოჰყავს ინიესტას სიტყვები გამოცემა Mundo Deportivo-ს.