“ბარსელონას” ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა კარიერას იაპონიის ჩემპიონატში გააგრძელებს.
ESPN-ის ინფორმაციით, 33 წლის ესპანელმა კონტრაქტი იაპონურ კლუბ “ვისელ კობესთან” შეათანხმა.
ხელშეკრულების ვადა 3 წელი იქნება.
ინიესტას ყოველწლიური ხელფასი 30 მილიონ დოლარს გაუტოლდება. დიდი როლი ამ გარიგებაში “ვისელ კობეს” მფლობელმა ჰიროში მიკიტანიმ ითამაშა, რომელიც “ბარსელონას” სატიტულო სპონსორის, კომპანია Rakuten-ის გენერალური დირექტორია.
იაპონიის ჩემპიონატის 13 ტურის შემდეგ, “ვისელ კობე” მე-10 ადგილზე იმყოფება. ამ გუნდში თამაშობს გერმანელი ფორვარდი ლუკას პოდოლსკი.