ანდრეს ინიესტა გულშემატკივრებს მიმართავს
ანდრეს ინიესტა გულშემატკივრებს მიმართავს

იაპონური „ვისელ კობეს“ ესპანელმა ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით გულშემატკივრებს მიმართა.

„ჩვენ ყველას უნდა გვჯეროდეს, რომ ეს სიტუაცია დამშვიდდება, ყველაფერი დასრულდება და ყველანი მალე დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას. თითოეულმა ჩვენგანმა ამაში საკუთარი წვლილი უნდა შევიტანოთ. უნდა გავერთიანდეთ. ერთადერთი გამოსავალი ის არის, რომ საკუთარ თავს დავეხმაროთ. სხვა გზა არ არსებობს“, – ამბობს ინიესტა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის 332 148 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან 14 436 შემთხვევა პაციენტის გარდაცვალებით დასრულდა.