უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, „მილანის“ ყოფილმა ფორვარდმა ანდრეი შევჩენკომ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა, რომ მისი მეორე ვაჟი კრისტიანი ლონდონის „ჩელსის“ აკადემიაში ვარჯიშობს.
საინტერესოა, რომ 2004 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელის შვილს, თეორიულად აქვს შესაძლებლობა მინიმუმ ოთხი ქვეყნის ნაკრებში ითამაშოს: უკრაინა, ინგლისი, პოლონეთი და ამერიკის შეერთებული შტატები (ბოლო ორი ქვეყანა პოლონური წარმოშობის ამერიკელი მოდელის კრისტერ პაზიკის ხაზით). ანდრეი შევჩენკომ არ გამორიცხა არც ერთი ვარიანტი, მაგრამ, ამასთან, არც ერთი ქვეყანა არ აურჩევია.
„რომელი ქვეყნის ნაკრებში ითამაშებს ჩემი ვაჟი, როცა ასეთ დონემდე გაიზრდება? მე ვისურვებდი ასეთი არჩევანის წინაშე დავმდგარიყავი. ძალიან ვისურვებდი. როცა ასეთი არჩევანის დრო მოვა, მაშინ დავილაპარაკებთ“, – განაცხადა შევჩენკომ „ვესტი.უა“ (vesti.ua) კომენტარში.