ანდრეი შევჩენკოს იტალიის ფეხბურთის დიდების დარბაზში შეიყვანენ #1TVSPORT
იტალიური ფეხბურთის დიდების დარბაზში ახალ წევრებს შეიყვანენ. ამის შესახებ იტყობინება იტალიის ფეხბურთის ფედერაცია.
კატეგორიაში „მწვრთნელი“ დარბაზში მოხვდება იტალიის ნაკრების ამჟამინდელი დამრიგებელი ლუჩანო სპალეტი. კატეგორიაში „იტალიელი ფეხბურთელი“ დიდების დარბაზს შეავსებს „რომას“ ლეგენდა, მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონი დანიელე დე როსი.
ასევე დიდების დარბაზში მოხვდებიან:
„უცხოელი ფეხბურთელი“ – ანდრეი შევჩენკო („ოქროს ბურთის“ მფლობელი „მილანის“ შემადგენლობაში).
„ვეტერანი“ – რობერტო ბონინსენია (იტალიის ჩემპიონი „ინტერისა“ და „იუვენტუსის“ შემადგენლობაში).
„მენეჯერი“ – არიედო ბრაიდა („მილანის“ ყოფილი გენერალური და სპორტული დირექტორი).