ანდრეი რუდენკო - მოლაპარაკებებისას დიდი გარღვევები არ გვქონია, მაგრამ შეხვედრების გაგრძელება მნიშვნელოვანია, ეს ერთადეთი სივრცეა, სადაც მშვიდად ვსაუბრობთ
ანდრეი რუდენკო - მოლაპარაკებებისას დიდი გარღვევები არ გვქონია, მაგრამ შეხვედრების გაგრძელება მნიშვნელოვანია, ეს ერთადეთი სივრცეა, სადაც მშვიდად ვსაუბრობთ

მოლაპარაკებებისას დიდი გარღვევები არ გვქონია, მაგრამ შეხვედრების გაგრძელება მნიშვნელოვანია, ეს ერთადეთი სივრცეა, სადაც შვიდად ვისაუბროთ, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ ჟენევაში განაცხადა.

რუდენკოს თქმით, ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდისას შეხვედრამ ისე ჩაიარა, როგორც ყოველთვის.

„საკითხები ძირითადად ერთი და იგივე გვაქვს, ძალის გამოუყენებლობა, რეგიონის უსაფრთხოება. მხარეებმა საკუთრი პოზიციები წარმოვადგინეთ, რომლებიც არ შეცვლილა.

დიდი გარღვევები არ გვქონია. ამის მიუხედავად, ამ შეხვედრების გაგრძელება მნიშვნელოვანია, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ერთადეთი სივრცეა, სადაც ნორმალურად და მშვიდად ვსაუბრობთ. კონკრეტული შედეგები არ გვაქვს. სამწუხაროდ, გასულ წელს პანდემიის გამო შეჩერებული იყო შეხვედრები, მაგრამ ახლა, ვფიქრობ, ვინარჩუნებთ თემოს და დინამიკას. იმედი მაქვს შემდეგი შეხვედრა ივნისში უფრო უკეთესი იქნება. განვიხილეთ ყველა საკითხი, მათ შორის, დაკავებული გახელაძის თემაც, ამ საკითხზე თქვენ სამხრეთ ოსეთს უნდა ესაუბროთ.

სხვა დაკავებულებზეც ვისაუბრეთ, მათ შორის, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. საკითხთა მთელი კომპლექსია და ამ საკითხებზე თქვენ კოლეგებს სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან უნდა ესაუბროთ“, – განაცხადა რუდენკომ.

დატოვე კომენტარი