ანდრეი დემჩენკომ „დილასთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა #1TVSPORT
ანდრეი დემჩენკომ „დილასთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა #1TVSPORT

გორის „დილა“ და ანდრეი დემჩენკო კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ, – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

„ჩვენს კლუბსა და ანდრეი დემჩენკოს შორის კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. ანდრეი „დილაში“ მუშაობას კვლავ განაგრძობს. მოხარულები ვართ მასთან თანამშრომლობის გახანგრძლივებით და „დილასთან“ ერთად წარმატებებს ვუსურვებთ“, – წერია კლუბის განცხადებაში.

ანდრეი დემჩენკო 46 წლისაა – ამპლუით ნახევარმცველი, ფეხბურთელობისას ზაპოროჟიეს „მეტალურგში“, მოსკოვის „ცსკა“-სა და ამსტერდამის „აიაქსში“ თამაშობდა, კარიერის დასრულების შემდეგ კი მწვრთნელობა დაიწყო.

ორი წელია, დემჩენკო ​საქართველოში საქმიანობს – მისი ხელმძღვანელობით „დილამ“ ეროვნულ ლიგაში ზედიზედ ორჯერ მესამე ადგილი დაიკავა და ევროტურნირებზე თამაშის უფლება მოიპოვა.