ანდრეა პირლოს გამოსათხოვარი მატჩი 7:7 დასრულდა [ვიდეო]

მილანში, „სან სიროს“ სტადიონზე ლეგენდარული იტალიელი ნახევარმცველის, ანდრეა პირლოს გამოსათხოვარი მატჩი დასრულდა. შეხვედრა „თეთრი ვარსკვლავებსა“ და „ლურჯი ვარსკვლავებს“ შორის 7:7 დასრულდა.

სხვებთან ერთად, მატჩში მონაწილეობა მიიღო თბილისის მერმა, კახა კალაძემ, რომელიც მეორე ტაიმში გავიდა მოედანზე.

ანდრეა პირლომ პირველი ტაიმი „თეთრებში“ ითამაშა, მეორე ტაიმი – „ლურჯებში“. მატჩის მიწურულს ის საკუთარი ვაჟმა შეცვალა.

ლურჯები-თეთრები 7:7

ლურჯი ვარსკვლავები (სასტარტო): სტორარი – კაფუ, ბონერა, მატერაცი, სერჟინიო – ზეედორფი, ალბერტინი, ამბროზინი – კასანო, შევჩენკო, კვალიარელა.

მეორე ტაიმში შეცვლაზე გამოვიდნენ: ბუფონი, ადანი, ბარძალი, დიანა, ფერარა, კალაძე, ბროკი, დე როსი, დიამანტი, მარკიზიო, პეროტა, ბორიელო, რონალდინიო, ტევესი, ტონი, ვენტოლა.

თეთრი ვარსკვლავები (სასტარტო): დიდა – ხ. ძანეტი, კოსტაკურტა, ფავალი, ძამბროტა – ლამპარდი, პირლო, რუი კოშტა – პატო, ვიერი, დელ პიერო.

მეორე ტაიმში შეცვლაზე გამოვიდნენ: აბიატი, ბონუჩი, კიელინი, იანკულოვსკი, მალდინი, ნესტა, ოდო, შიმიჩი, ბარონიო, კამორანეზი, გატუზო, ლეონარდო, პეპე, ვერატი, დი ნატალე, იაკუინტა, ინძაგი, მატრი, რონალდო, ტოტი.

გოლები:
1:0 შევჩენკო (1)
2:0 კვალიარელა (6)
2:1 პატო (13)
3:1 კასანო (30)
3:2 ვიერი (32)
4:2 დიდა (35)
4:3 პატო (41)
5:3 ზეედორფი (44)
6:3 ბროკი (47)
7:3 ლუკა ტონი (71)
7:4 ფ. ინძაგი (74)
7:5 მატრი (78)
7:6 ფ. ინძაგი (79)
7:7 ფ. ინძაგი (84)