ანდრეა პირლომ გამოაცხადა, რა სათამაშო სტილის დანერგვას აპირებს „იუვენტუსში“
ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ აღნიშნა, რომ გუნდმა უნდა გადახედოს თავის სათამაშო სტილს, თუ სურს ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მიღწევა.
„თუ შევხედავთ იმ გუნდებს, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებას მიაღწიეს, სწორედ ისინი ცდილობდნენ, რაც შეიძლება სწრაფად აერთმიათ ბურთი. ეს იყო განმასხვავებელი ნიშანი – ბურთის დაკარგვისას მისი დაბრუნების დაუყოვნებელი სურვილი“, – თქვა პირლოს „იუვენტუსის“ საკლუბო ტელეარხზე.
დასრულებულ სეზონში „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალიდან დაასრულა გამოსვლა.