ანდრეა პირლო მწვრთნელობას იწყებს
ანდრეა პირლო მწვრთნელობას იწყებს

იტალიური ფეხბურთის ლეგენდა, ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი ნახევარმცველი ანდრეა პირლო, შესაძლოა მომავალ სეზონში „იუვენტუსის“ მეორე გუნდს (U23) ჩაუდგეს სათავეში, – წერს გაზეთი „კორიერე დელა სერა“ (Corriere della Sera).

ტურინული კლუბის ხელმძღვანელობას განზრახული აქვს შეცვალოს მწვრთნელი, რადგან სერია C-ში მოთამაშე გუნდმა მეორე დივიზიონში გადასვლის შანსი დაკარგა.

აღნიშნავენ, რომ 39 წლის პირლომ უკვე აიღო სამწვრთნელო ლიცენზია, მაგრამ ბოლო დროს იტალიის ტელევიზიაში ექსპერტად მუშაობს.