ანდრეა პირლო - არ მსურს ვინმეს იდეის კოპირება, მე საკუთარი ხედვა მაქვს
ანდრეა პირლომ „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის რანგში თავისი პირველი მატჩი „სამპდორიას“ წინააღმდეგ გამართა და დამაჯერებელი ანგარიშით გაიმარჯვა – 3:0.
41 წლის სპეციალისტმა 2020/21 წლების სეზონის პირველი შეხვედრა ჟურნალისტებთან შეაფასა:
„საჭიროა დრო, რომ სრულად რეალიზდეს თამაშისას ჩემი იდეები, – ციტირებს პირლოს სიტყვებს Football Italia. – არ მსურს, რომ ვინმეს იდეის კოპირება გავაკეთო, მე საკუთარი ხედვა მაქვს, თუმცა, რა თქმა უნდა, ავიღებ რამეს იმ გუნდებისგან, რომლებიც ჩემს შთაგონების წყარო არიან.
ჩვენ ცოტა დრო გვქონდა, რადგან სეზონებს შორის მოსამზადებელი ეტაპი გვიან დავიწყეთ და ფეხბურთელებს სანაკრებო თამაშებმაც მოუწიათ, თუმცა სეზონის გასახსნელად კარგი სტარტი გამოგვივიდა. განვაგრძობთ მუშაობას“.