ანდრეა გაუდენცი პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის ახალი პრეზიდენტია
პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციას (ATP) ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. მომავალი წლის პირველი იანვრიდან მამაკაცთა პროფესიულ ტურს სათავეში 46 წლის ანდრეა გაუდენცი ჩაუდგება, – იტყობინება ATP-ის ოფიციალური ვებგვერდი.
სათამაშო კარიერის დროს, გაუდენციმ პროფესიულ ტურში სამი ტურნირი მოიგო. თამაშის დასრულების შემდეგ, იტალიელმა წარმატებას ბიზნესშიც მიაღწია, აგრეთვე მიიღო იურიდიული განათლება ბოლონიას უნივერსიტეტში და ბიზნესში ხარისხი მონაკოს საერთაშორისო უნივერსიტეტში.
გაუდენცის საუკეთესო შედეგი ATP-ის რეიტინგში მე-18 ადგილი იყო. ასოციაციის პრეზიდენტის პოსტზე ის ბრიტანელ კრის კერმოდს შეცვლის .