ანდრეა ბელოტი „ინტერში“ ლაუტარო მარტინესის შემცვლელად განიხილება
ანდრეა ბელოტი „ინტერში“ ლაუტარო მარტინესის შემცვლელად განიხილება

„ტორინოს“ ფორვარდი ანდრეა ბელოტი შესაძლოა მილანის „ინტერში“ აღმოჩნდეს, იუწყება „კალჩომერკატო“. წყაროს ცნობით, ანტონიო კონტეს გუნდში ის ლაუტარო მარტინესის შემცვლელად განიხილება, რადგან ეს უკანასკნელი ბარსელონას ინტერესების სფეროშია და, დიდი ალბათობით, მალე კატალონიური გუნდის მაისურს მოირგებს.

მიმდინარე სეზონში ბელოტიმ იტალიის სერია ა-ში 25 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 10 გოლი  და ორი საგოლე პასი შეასრულა. მისი სატრანსფერო ღირებულება 40 მილიონი ევროა, კონტრაქტი კი ტორინოსთან 2022 წლამდე აქვს გაფორმებული.