ანდრე ვილაშ-ბოაშმა „ნიუკასლის“ წინადადება არ მიიღო
Marseille's Portuguese coach Andre Villas Boas looks on before the international friendly football match between Olympique de Marseille (OM) and SSC Napoli at the Velodrome Stadium in Marseille, southern France, on August 4, 2019. (Photo by GERARD JULIEN / AFP) (Photo credit should read GERARD JULIEN/AFP/Getty Images)
„მარსელის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრე ვილაშ-ბოაშმა ინგლისში დაბრუნების შესაძლებლობაზე უარი თქვა. როგორც ფრანგული გამოცემა „ეკიპი“ იუწყება, ცოტა ხნის წინ პორტუგალიელ სპეციალისტს პრემიერლიგის „ნიუკასლ იუნაიტედმა“ მიმართა და მთავარი მწვრთნელის თანამდებობა შესთავაზა. წყაროს ინფორმაციით, წინადადება საკმაოდ სარფიანი იყო, თუმცა ვილაშ-ბოაშმა ინგლისელები უარით გაისტუმრა.
შეგახსენებთ, რომ უახლოეს მომავალში „ნიუკასლს“ ახალი მფლობელი ეყოლება და ეს იქნება იასირ ალ-რუმაიანი – მსოფლიოს უმსხვილესი ნავთობკომპანიის, „საუდი არამკოს“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრის, მოჰამედ ბინ სალმანის უახლოესი მეგობარი.
რაც შეეხება ვილაშ-ბოაშს, მან ადრეც განაცხადა, რომ პრემიერიგაში დაბრუნებას არ აპირებს.
პორტუგალიელი წარსულში „ჩელსისა“ და „ტოტენჰემის“ მთავარ მწვრთნელად მუშაობდა.