ანდრე შიურლე „ფულჰემში“ გადავიდა
ანდრე შიურლე „ფულჰემში“ გადავიდა

გერმანელი ფორვარდი ანდრე შიურლე კარიერას ლონდონის „ფულჰემში“ გააგრძელებს, რომელიც პრემიერლიგას დაუბრუნდა, – წერს ინგლისური კლუბის პრეს-სამსახური.

შიურლე „ფულჰემში“ „დორტმუნდიდან“ გადავიდა და მასთან ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა. ახალ კლუბში ის მე-14 ნომრით ითამაშებს.

„მოხარული ვარ, რომ აქ აღმოვჩნდი. მოუთმენლად ველოდები ვარჯიშების დაწყებას. „ფულჰემმა“ პირველმა გამოავლინა ჩემს მიმართ ინტერესი, მე ამას ვაფასებ და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც აქ გადმოვედი“, – განაცხადა 27 წლის შიურლემ.

გასულ სეზონში მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონმა 26 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.