ანდრე ფილიმ ჩარლს ჟოურდეინი მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით დაამარცხა
ანდრე ფილიმ ჩარლს ჟოურდეინი მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით დაამარცხა

ანდრე ფილის ზედიზედ მეორე ბრძოლა მსაჯთა გაყოფილ გადაწყბეტილებამდე მიდის. ამერიკელი მებრძოლი სოდიკ იუსუფთან საკამათო მარცხის შემდეგ კანადელ ჩარლს ჟოურდეინს დაუპირისპირდა.

ბრძოლის დასრულებისას ფილი საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებული იყო. ანალოგიური შეგვიძლია ვთქვათ კანადელ მებრძოლზეც, რომელმაც დაპირისპირების შემდეგ მარცხი გაანალიზა და გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ფილის გამარჯვება მიულოცა. ბევრისთვის მოულოდნელად ერთ-ერთმა მსაჯმა მოგება (29-28) კანადელ მებრძოლს მიანიჭა. თუმცა დარჩენილმა ორმა მსაჯმა ფილის წარმატება დააფიქსირა (29-28 და 29-28). შედეგად ,ანდრემ ბოლო ოთხ ჩატარებულ ბრძოლაში რეკორდი სამი ერთზე გააუმჯობესა.

„ღრმად მწამს, რომ ეს ჩემი საუკეთესო ბრძოლა არ იყო. მიუხედავად ამისა, მიხარია, რომ გავიმარჯვე. მე მხოლოდ ახლა ვიწყებ მთავარი მიზნისთვის ბრძოლას. დროა ხალხმა დაინახოს თუ რა შემიძლია. მომდევნო მეტოქედ დიდი სახელის მქონე მებრძოლი მსურს,“ – განაცხადა ფილიმ ბრძოლის შემდგომ მიცემულ ინტერვიუში.