ანდრე აგასი გრიგორ დიმიტროვის მწვრთნელი გახდა
ანდრე აგასი გრიგორ დიმიტროვის მწვრთნელი გახდა

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი ანდრე აგასი გრიგორ დიმიტროვის სამწვრთნელო შტაბში შევიდა, – იტყობინება „სქაი სპორტსი“ (Sky Sports). ის ბულგარელი ჩოგბურთელის ძირითადი მწვრთნელის, დანი ვალვერდეს ასისტენტი იქნება პარიზის „მასტერსის“ დროს, რომელიც ორშაბათს დაიწყო.

ამა წლის ივლისში, ერთხელ უკვე შედგა დიმიტროვისა და აგასის თანამშრომლობა. წელს აგასი ასევე სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩის მწვრთნელიც იყო.

დიმიტროვს არც ისე წარმატებული სეზონი აქვს – მან 2018 წელს 23 მატჩი მოიგო და 18 წააგო, არც ერთი ტიტული არ მოუგია და კლასიფიკაციაში მე-10 ადგილზე იმყოფება.