ანდორის ნაკრების მწვრთნელი - საქართველო ჯგუფის ფავორიტია და მოგების მეტი შანსი აქვს
„საქართველო ჩვენი ჯგუფის ფავორიტია და მას თამაშის მოგების უფრო დიდი შანსი აქვს, ვიდრე ჩვენ“ – ასე შეაფასა ანდორის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კოლდო ალვარესმა ხვალინდელი შეხვედრის შანსები საქართველოთან.
თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ უეფას ერთა ლიგის მორიგი მატჩში საქართველო ანდორას უმაპსინძლებს.
„საქართველო ჩვენი ჯგუფის ფავორიტია და მას თამაშის მოგების უფრო დიდი შანსი აქვს, ვიდრე ჩვენ. მეტოქის რიგებიდან შეტევის სამეულს გამოვარჩევ – ჩაკვეტაძეს, ოქრიაშვილს და ყაზაიშვილს. მაგრამ საქართველოს ძალა გუნდურ თამაშშია. ხვალ რა სტილით ვითამაშებთ, ხვალ ნახავთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თავი კარგად დავიცვათ და ბურთი გავაკონტროლოთ“ – ამბობს კოლდო ალვარესი.