ანდორელთა მწვრთნელი - მე არ მითქვამს, რომ ყაზახეთი საქართველოს სჯობია, ეს არასწორად თარგმნეს
ერთა ლიგის მესამე ტურში საქართველოსთან 0:3 წაგება კოლდო ალვარესმა პრესკონფერენციაზე შეაფასა. ანდორის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თქმით, მასპინძლებმა დამსახურებულად გაიმარჯვეს.
„უბურთოდ რომ თამაშობ, მთელი ყურადღება დაცვაზე გადაგაქვს და ჩვენც ასე ვმოქმედებდით. შეხვედრა კარგად დავიწყეთ და პირველი ნახევარში მეტოქე გავანეიტრალეთ, თუმცა მატჩი 90 წუთიანია და ბოლომდე ვერ გავძელით. ამის მიუხედავად, ჩემმა მოთამაშეებმა შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინეს და მათ მადლობა უნდა ვუთხრა,“ – ამბობს კოლდო ალვარესი.
ანდორის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თქმით, ყაზახურმა მედიამ არასწორად თარგმა მისი სიტყვები, რომელიც ყაზახეთისა და და საქართველოს ნაკრებების შესახებ დაიბეჭდა, თითქოს, „ჯვაროსნებმა“ ასტანაში შემთხვევით მოიგეს – „ჩემი სიტყვები არასწორად გაიგეს. საქართველო არა მხოლოდ ჩენი ჯგუფის, არამედ, „დ“ დივიზიონის ერთ-ერთი ფავორიტია – ეს გუნდის არამარტო ჯგუფის მოგებას, არამედ ერთა ლიგის „დ“ დივიზიონში მოგებას იმსახურებს.“