ანდორა-საქართველო პირველ არხზე
ანდორა-საქართველო პირველ არხზე

გულშემატკივარი ანდორასა და საქართველოს შეხვედრის ხილვას შელებს. ტრადიციულად, თამაშის პირდაპირ ტელერეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ანდორაშია და უეფას ერთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩისთვის ემზადება. ერთა ლიგაზე საქართველოსა და ანდორას პირველი მატჩი თბილისში ჩვენების სასარგებლოდ 3:0 დასრულდა. ოთხი ტურის შემდეგ, საქართველო 12 ქულით ჯგუფის ლიდერია, ხოლო ანდორას 2 ქულა აქვს და ბოლო ადგილზეა.

ერთა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრა ანდორასა და საქართველოს შორის 15 ნოემბერს, თბილისის დროით, 23:45 წუთზე დაიწყება. შეხვედრის ტელერეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.