ცნობილი ბელგიური კლუბის „ანდერლეხტის“ ცენტრალური ნახევარმცველი, იარი ვერშაერენი ტრავმირებულია – 19 წლის ფეხბურთელს „გენკთან“ შეხვედრაში ტერფი დაუზიანდა და გუნდს მინიმუმ ერთი თვე ვერ დაეხმარება.
ამიტომ „ანდერლეხტმა“ მისი შემცვლელი 10 ნომრის ძებნა დაიწყო, ისევე როგორც ბელგიურმა გამოცემა „ვოეტბალნიუსმა“ და ერთ-ერთ სასურველ კანდიდატად ოთარ კიტეიშვილი დაასახელა. სულ გამოცემამ 10 საინტერესო მოთამაშე შემდეგი კრიტერიუმით შეარჩია – შეზღუდული საბაზრო ღირებულება, ბევრი სასარგებლო მოქმედება (გოლი + პასი) და კარგი ბოლო პასი.
„ოთარ კიტეიშვილი (გრაცის „შტურმი“) – მიმდინარე სეზონში ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგაში 8 მატჩი ჩაატარა, მაგრამ 3 გოლის გატანა და ამდენივე პასის გაკეთება მოახერხა. 24 წლის ნიჭიერი ქართველი ამჟამად ერთ-ერთი საუკეთესო სეზონით ტკბება, რაც ავსტრიაში იწვევს სპეკულაციებს მისი მომავალი კლუბის შესახებ – ბოლოს და ბოლოს, კიტეიშვილს კონტრაქტი 2022 წლის შუა რიცხვებში ეწურება. მისივე სიტყვებით, 18 წლის ბავშვიც იმაზე ოცნებობს, რომ ოდესმე დიდ კლუბში ითამაშოს, მაგრამ თავს ყველაზე კარგად გრაცის „შტურმში“ გრძნობს. კლუბის სპორტული დირექტორი ანდრეას შიკერი ამჟამად კიტეიშვილთან კონტრაქტის განახლებას ცდილობს, მაგრამ ისიც კარგად იცის, რომ გრაცის „შტურმის“ მსგავსი კლუბი კარგი ტრანსფერებით გადარჩება. ამიტომ, მან ავსტრიულ მედიას დაუდასტურა, რომ კარგ წინადადებას დათანხმდება“, – წერს „ვოეტბალნიუსი“.