ანდერ ერერა - ნეიმარი პარიზში ბედნიერია და არსად წასვლას არ აპირებს
„პარი სენ-ჟერმენის“ ნახევარმცველმა ანდერ ერერამ გამოთქვა მოსაზრება, რომ ნეიმარი და კილიან მბაპე ამ ზაფხულს გუნდს არ დატოვებენ.
„მბაპე და ნეიმარი „პარი სენ-ჟერმენში“ რჩებიან. ისინი კლუბის ერთგულნი არიან, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ასეთი მძიმე სიტუაციაა. კარანტინამდე მე ნეიმართან ერთად ვივახშმე და მახსოვს, მითხრა, პარიზში ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარო“, – მოჰყავს ერერას სიტყვები ესპანურ რადიოსადგურ „კოპეს“.
ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ნეიმარის შეძენით მისი ყოფილი კლუბი – „ბარსელონაა“ დაინტერესებული, თუმცა ამჟამად კატალონიურ კლუბს ბრაზილიელის შესაძენი თანხა არ გააჩნია.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარისა და მბაპეს კონტრაქტები პარიზულ გუნდთან 2022 წლის ზაფხულში იწურება.