ანჩელოტის ერთი მილიონი ევროს ოდენობით გადასახადის დამალვა ბრალდება
ანჩელოტის ერთი მილიონი ევროს ოდენობით გადასახადის დამალვა ბრალდება

ესპანეთის პროკურატურამ „ევერტონის“ მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი გადასახადების დამალვაში დაადანაშაულა.

ესპანური პრესის ინფორმაციით, იტალიელი ეჭვმიტანილია „რეალში“ მუშაობისას საიმიჯო უფლებების გაყიდვიდან მიღებული მოგების ნაწილის დაფარვაში. აღნიშნავენ, რომ ანჩელოტიმ მოგების 45 პროცენტის ნაცვლად, მხოლოდ 10 პროცენტი გადაიხადა. საბოლოოდ, მან ესპანეთის საგადასახადო სამსახური ერთი მილიონი ევროთი აზარალა.

ანჩელოტი „რეალს“ 2013-15 წლებში წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით, „სამეფო კლუბმა“ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ესპანეთის თასი, უეფა-ს სუპერთასი და კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი.