ანჩელოტის არ აქვს შეთანხმება ბრაზილიის ნაკრებთან - ის შეიძლება „რეალში“ დარჩეს #1TVSPORT
მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი, შესაძლოა, დარჩეს თავის პოსტზე მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ.
ადრე გაჩნდა ინფორმაცია, რომ იტალიელი სპეციალისტი დათანხმდა ბრაზილიის ნაკრების გაწვრთნას 2024 წლის ზაფხულიდან, როცა კონტრაქტი ამოეწურება „რეალთან“. ეს ინფორმაცია ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ედნალდო როდრიგესმაც დაადასტურა.
მაგრამ გამოცემა Mundo Deportivo წერს, რომ ანჩელოტის არანაირი შეთანხმება არ აქვს ბრაზილიურ მხარესთან. იტალიელი ელოდება „რეალის“ გადაწყვეტილებას მათი ერთობლივი მომავლის შესახებ.