მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ნახევარმცველ ლუკა მოდრიჩს თავის სამწვრთნელო შტაბში ადგილი შესთავაზა.
როგორც გამოცემა The Athletic-ი წერს, იტალიელი სპეციალისტი მზად არის, მოდრიჩი თავის ასისტენტად აქციოს, თუ ფეხბურთელი 2024-25 წლების სეზონის შემდეგ კარიერის დასრულებას გადაწყვეტს.
ხორვატმა ეს წინადადება ჯერ კიდევ ორი თვის წინ მიიღო. მაშინ მოდრიჩმა ანჩელოტის უარი უთხრა, მაგრამ ახლა აფასებს ამ შეთავაზებას.
„რეალის“ 38 წლის ნახევარმცველთან კონტრაქტი ამ სეზონის შემდეგ იწურება და ხელშეკრულების გაგრძელების ვარიანტი ნაკლებად სავარაუდოა.