ანჩელოტიმ განაცხადა, რომ „რეალის“ შემადგენლობა დაკომპლექტებულია #1TVSPORT
ანჩელოტიმ განაცხადა, რომ „რეალის“ შემადგენლობა დაკომპლექტებულია #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ მთავარ მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის მიაჩნია, რომ მომავალი სეზონისთვის მისი გუნდის შემადგენლობა დაკომპლექტებულია და ახალი ფორვარდები არ სჭირდება.

„დიახ, ფორვარდები საკმარისად გვყავს. შემადგენლობა სრულად დაკომპლექტებულია. წინ ჩვენ ყველაფერი კარგი გველოდება.

ბრაიმ დიასმა და ხოსელუმ აჩვენეს, რომ მათ შეუძლიათ დიდი წვლილის შეტანა. გუნდს აქვს ყველაფერი იმისთვის, რომ გოლები გაიტანოს“, – განაცხადა „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა.

ამჟამად „რეალის“ შემადგენლობაში ორი ნომინალური ცენტრალური თავდამსხმელია: „ესპანიოლიდან“ იჯარით აყვანილი ხოსელუ და 19 წლის ალვარო როდრიგესი, რომელიც ჯერ არ ყოფილა „რეალის“ სასტარტო შემადგენლობაში.