„რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ სამწვრთნელო კარიერის დასრულებას მადრიდულ კლუბში აპირებს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ანჩელოტიმ 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმა კონტრაქტი ესპანურ კლუბთან.
„ეს ჩემი ბოლო სამუშაო ადგილია. არ ვიცი, როდის დავასრულებ კარიერას, მაგრამ შემიძლია დავადასტურო, რომ „რეალი“ ბოლო გუნდი იქნება ჩემს კარიერაში. შესაძლოა, ეს იყოს 2026 წელი, შეიძლება შემდეგაც დავრჩე აქ. ეს დამოკიდებული იქნება ჩვენს წარმატებებზე. მინდა, მწვრთნელი ვიყო 2026 წლამდე, და იმედია, 2028 წლამდე, რადგან მომწონს მადრიდი და მინდა აქ დარჩენა.
2026 წელს ბრაზილიის ნაკრებში დანიშვნა? შემიძლია ამ თემაზე ფანტაზიების მოშველიება, მაგრამ არ ვიცი, მოისურვებენ თუ არა იქ ჩემს ხილვას 2026 წელს. არ ვარ დარწმუნებული, რომ მათ მოეწონათ ჩემი გადაწყვეტილება „რეალში“ დარჩენის შესახებ“, – მოჰყავს ანჩელოტის სიტყვები გამოცემა Mundo Deportivo-ს.