ანჩელოტი - „რეალიდან“ ბეილის გამო წავედი
ანჩელოტი - „რეალიდან“ ბეილის გამო წავედი

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ „რეალიდან“ წასვლის მთავარი მიზეზი დაასახელა.

იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მას ფლორენტინო პერესთან კოფლიქტი გარეტ ბეილის გამო მოუვიდა.

„ერთხელ ბეილის თამაშით ძალიან გავბრაზდი და მისი შეცვლა გადვწყვიტე, სწორედ ამ შემთხვევის შემდეგ დაიწყო კონფლიქტი ჩემსა და ფლორენტინო პერესს შორის, საბოლოოდ კი სწორედ ბეილის გამო დავემშვიდობე „რეალს“ – განაცხადა იტალიელმა.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ზიდანმაც „რეალიდან“ წასვლა სწორედ ბეილის გამო გადაწყვიტა, ფრანგს მისი გაყიდვა სურდა, ფლორენტინო კი უელსელს ვერ ელევა.