ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ კომენტარი გააკეთა ჩემპიონთა ლიგიდან პარი სენ-ჟერმენის გავარდნის შესახებ. პარიზელებს პირველ მატჩში სტუმრად 2:0 ჰყავდათ დამარცხებული მანჩესტერ იუნაიტედი, მაგრამ განმეორებით მატჩში შინ 1:3 დამარცხდნენ.
„ეს გაუგონარი და დაუჯერებელი იყო. უბრალოდ გასაოცარი. არ ვიცი რას გავაკეთებდი, პარი სენ-ჟერმენის მწვრთნელის ადგილას რომ ვყოფილიყავი. ალბათ, უახლოეს ხიდს მოვნახავდი და იქიდან გადავხტებოდი“, – განაცხადა ანჩელოტიმ სკაი სპორტს იტალიასთან (Sky Sport Italia) საუბრისას.
იტალიელი 2011-13 წლებში პარიზელთა დამრიგებელი იყო.