ანჩელოტი 2024 წლის ზაფხულში დატოვებს „რეალს“ და ბრაზილიის ნაკრებს უხელმძღვანელებს #1TVSPORT
მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი ბოლო სეზონს იმუშავებს „სამეფო კლუბში“. 2024 წლის ზაფხულიდან იტალიელი სპეციალისტი ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდება. ეს ინფორმაცია დაადასტურა ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის პრეზიდენტმა, ედნალდო როდრიგესმა.
„ანჩელოტი უხელმძღვანელებს ბრაზილიის ნაკრებს 2024 წელს კოპა ამერიკაზე. მისი კონტრაქტი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბოლომდე იქნება ძალაში“, – მოჰყავს როდრიგესის სიტყვები ინტერნეტტელევიზია El Chiringuito-ს.
ანჩელოტის მისვლამდე ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელი უნდა გახდეს ფენანდო დინიზი, რომელიც შეათავსებს პოსტებს ეროვნულ გუნდსა და „ფლუმინენსეში“.