სლოვაკეთის ნაკრების ბიატლონისტმა ანასტასია კუზმინამ კარიერის დასრულების შესახებ საკუთარ ინსტაგრამზე დაწერა. 35 წლის სპორტსმენი წარმოწობით რუსეთიდანაა და 2008 წლის შემდეგ სლოვაკეთის სახელით ასპარეზობდა.
„ეს გადაწყვეტილება ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული მისაღები იყო, რაგდანაც დრო მოვიდა, სპორტულ კარიერას წერტილი დავუსვა. მივდივარ პატივისცემის გრძნობით ამ სპორტის სახეობის და ყველა ჩემი გულშემატკივრის მიმართ“ – დაწერა ბიატლონისტმა.
კუზმინა ოლიმპიადის სამგზის ჩემპიონი და სამგზის პრიზიორია, ასევე მსოფლიო ჩემპიონი და ორგზის მედალოსანი. იგი ასევე სლოვაკეთის 2010 და 2014 წლების საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა.