ანანიძის მენეჯერი - რეაბილიტაცია კარგად მიმდინარეობს, ორ კვირაში სათამაშოდ მზად იქნება
ჯანო ანანიძის მენეჯერმა, თემურ ლეპსაიამ ფეხბურთელის მდგომარეობაზე ილაპარაკა – მისი თქმით, საქართველოს ნაკრებისა და ფამგუსტას „ანორთოსისის“ ნახევარმცველის რეაბილიტაციის პროცესი სწრაფი ტემპით მიმდინარეობს.
„მას არ სჭირდებოდა ოპერაცია. აღდგენა კარგად მიმდინარეობს და ჯანო ორი კვირის განმავლობაში სათამაშოდ მზად იქნება.კორონავირუსით გამოწვეული შესვენება კი მას ძალიან წაადგება. კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების გამო, „ანორთოსისთან“ მისი ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე ჯერჯერობით არ განხილულა” – ამბობს ლეფსაია.
შეგახსენებთ, რომ მარტში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა კვიპროსულ გუნდში ვარჯიშის დროს მუხლი დაიზიანა. ჯანო ანანიძეს ყველაზე მეტად იმაზე წყდებოდა გული, რომ საქართველოს ნაკრებს ბელარუსთან 26 მარტს დანიშნულ ერთა ლიგის ნახევარფიონალურ შეხვედრაში ვერ დაეხმარებოდა,მაგრამ კორონავირუსის გამო, ეს მატჩიც გადაიდო და კვიპროსის ჩემპიონატიც შეჩერდა, თავად ანანიძე კი საქართველოში დაბრუნდა.