ანანიძეს ოპერაციას იტალიაში გაუკეთებენ

15:02, 26.03.2018

საქართველოსა და ლიტვის საფეხბურთო ნაკრებებს  შორის გამართული მატჩისას დაშავებულ ჯანო ანანიძეს ოპერაციას ოთხშაბათს, 28 მარტს გაუკეთებენ. ინფორმაციას 25 წლის ნახევარმცველის კლუბი, მოსკოვის ”სპარტაკი” ავრცელებს.

ანანიძის მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგი დაუზიანდა და მოედანი მე-5 წუთზე დატოვა. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი რომში ხვალ თბილისიდან გადაფრიდება, სადაც ოპერაციას გაუკეთებენ.

იტალიაში გაემგზავრებიან ”სპარტაკის” სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი მიხაილ ვართაპეტოვი და რუსეთის ნაკრებისა და ”სპარტაკის” მცველი გიორგი ჯიქია, რომელმაც ზუსტად იგივე ტრავმა მიიღო და ახლა რეაბილიტაციას გადის.

მსგავსი